ოლანდს საფრანგეთის მთავრობაში საპასუხისმგებლო პოსტზე არასდროს უმუშავია.
კვირას საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. სოციალისტი კანდიდატი ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის დღევანდელ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის სავარაუდოდ დაამარცხებს.
თუმცა უკანასკნელმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ პრეზიდენტ სარკოზის რეიტინგი სოციალისტ კონკურენტზე ბევრად დაბალი არ არის, მაგრამ ექსპერტთა აზრით, ოლანდს გამარჯვება მაინც გარანტირებული აქვს.
თუმცა უკანასკნელმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ პრეზიდენტ სარკოზის რეიტინგი სოციალისტ კონკურენტზე ბევრად დაბალი არ არის, მაგრამ ექსპერტთა აზრით, ოლანდს გამარჯვება მაინც გარანტირებული აქვს.
ხუთი წლის განმავლობაში, პრეზიდენტმა სარკოზიმ ეკონომიკური პოლიტიკის გამო კრიტიკა ფრანგი მოსაახლეობისგან არაერთხელ დაიმსახურა. მოუხედავად იმისა, რომ სარკოზიმ გადასახადები შეამცირა და ბაზრის ნაწილობრივ ლიბერალიზაციაც მოახერხა, ფრანგები მას დანაპირების შეუსრულებლობაში სდებენ ბრალს.
ფრანსუა ოლანდი ვეტერანი სოციალისტია, თუმცა პარტიას სულ რამდენიმე წელია ხელმძღვანელობს. მას საფრანგეთის მთავრობაში საპასუხისმგებლო პოსტზე არასდროს უმუშავია.