ეგვიპტეში ამერიკის ხუთი მოქალაქე დააკავეს

ეგვიპტეში ამერიკის ხუთი მოქალაქე დააკავეს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მთავრობა ღონეს არ იშურებს იმისთვის, რათა ეგვიპტიდან ამერიკის მოქალაქეები გამოიყვანოს.

ამერიკის ხუთი მოქალაქეს შორის ერთერთი ტრანსოპორტის დეპარტამენტის უფროსის რეი ლაჰუდის შვილია. ისინი ეგვიპტის სამართალდამცავებმა თვითმფრინავში მაშინ დააკავეს, როდესაც ამერიკელები შეერთებულ შტატებში ბრუნდებოდნენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესცენტრის განცხადებით, ამერიკელი მოქალაქეები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები იყვნენ და ეგვიპტეში არჩევნების მხარდაჭერის მიზნით იმყოფებოდნენ.

ეგვიპტის სასამართლომ ამერიკელები დაკითხა და არეულობის მხარდაჭერაში დასდო ბრალი.

აშშ-მა მოუწოდა ეგვიპტის მთავრობას სასწრაფოდ მოუხსნას ქვეყნიდან გასვლაზე აკრძალვა ამერიკის მოქალაქეებს და სამშობლოში დაბრუნების საშუალება მისცეს.