სახალხო აჯანყების შედეგად ამ ქვეყანაში 400 ადამიანი დაიღუპა.
იემენის მთავრობა უარყოფს ინფორმაციას, რომ პრეზიდენტი სალეჰი საუდის არაბეთში გაიქცა იემენის ხელისუფლების სხვა წევრებთან ერთად, რომლებიც ამ ქვეყანაში სამკურნალოდ წავიდნენ პრეზიდენტის სასახლის სარეკეტო დაბომბვის შემდეგ.
იემენის მთავრობის მტკიცებით, ბატონი სალეჰი სანაში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს. თუმცა იემენის სახელმწიფო ტელევიზიამ დაადასტურა საუდის არაბეთში დაჭრილი პრემიერ-მინისტრის გადაყვანის ფაქტი.
ამასობაში გრძელდება ბრძოლები იემენის დედაქალაქ სანაში, სადაც ოპოზიციის ლიდერთა სახლებს იემენის პრეზიდენტის ერთგული ჯარები ბომბავენ.
იემენელ დიქტატორს ძირითადად შეიხ სადიყ ალ-აჰმარის ერთგული მეომრები ებრძვიან. სახალხო აჯანყების შედეგად ამ ქვეყანაში 400 ადამიანი დაიღუპა.