თურქეთში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, აფეთქების უკან შესაძლოა ქურდისტანის მუშათა პარტია იდგეს.

აფეთქება თურქეთის ცენტრალურ რეგიონში: ქალაქ პინარბაშიში ორმა ეჭვმიტანილმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მანქანაში დამონტაჟებული ბომბის დეტონირება პოლიციის განყოფილების შორიახლოს მოახდინეს. დაიღუპა 2 პოლიციელი, დაშავდა ოცამდე მშვიდობიანი პირი.

როგორც თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იდრის ნაიმ საჰინმა, განაცხადა, პოლიციაში ორმა ეჭვმიტანილმა ელვისებური სისწრაფით გაიელვა და შემდეგ, ასაფეთქებლის დეტონირება პოლიციის განყოფილების გარეთ მოახდინა.

საჰინის განცხადებით, აღნიშნული ავტომობილი თავდაპირველად მეზობელ რაიონში იქნა შემჩნეული, როცა მძღოლმა პოლიციის მითითებები უგულვებელყო და ავტომობილი საგუშაგოსთან არ გააჩერა. მინისტრის მტკიცებით, უსაფრთხოების ძალებმა მხოლოდ მაშინ გახსნეს ცეცხლი, როდესაც ავტომანქანა პოლიციის სადგურს მიუახლოვდა და ცოტა ხანში ბომბის დეტონირება მოხდა.

ორივე თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა.

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, აფეთქების უკან შესაძლოა ქურთისტანის მუშათა პარტია იდგეს.