ერაყში ყოველწლიურად უამრავი მუსლიმანი ჩადის ირანიდან შიიტთა წმინდა ადგილების მოსალოცად.
ერაყის ხელისუფლების განცხადებით, სულ ცოტა 7 ირანელი მლოცველი დაიღუპა და 26 დაიჭრა, ბაღდადში განხორციელებული ორი აფეთქების შედეგად.
ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაღდადის კადამიას რაიონში ირანელი მლოცველების სასტუმროს მახლობლად, მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, რამაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 18 დაიჭრა.
მეორე ტერაქტი შუალას რაიონში მოხდა, როდესაც ირანელი მლოცველებით სავსე ავტობუსის მახლობლად, დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. დაიღუპა ორი და დაიჭრა რვა ადამიანი.
ერაყში ყოველწლიურად უამრავი მუსლიმანი ჩადის ირანიდან შიიტთა წმინდა ადგილების მოსალოცად.