ტროპიკული გრიგალი "რიჩარდი" გაძლიერდა

ტროპიკული გრიგალი "რიჩარდი" გაძლიერდა

ქარიშხალი "რიჩარდით" გამოწვეული კოკისპირული წვიმები წყალდიდობასა და მეწყერს წარმოშობს.

აშშ-ის ეროვნული ქარიშხლის ცენტრის ინფორმაციით, ტროპიკული გრიგალი "რიჩარდი" დღეს დილით გაძლიერდა და ქარიშხალი გახდა. ქარიშხალი ჰონდურასს უახლოვდება.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ დღეს ქარიშხალი "რიჩარდი" გვერდს აუვლის ჰონდურასის კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილს და ბელიზისა და მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულებს დაატყდება თავს.

აშშ-ის ეროვნული ქარიშხლის ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქარიშხალი საათში 110 კილომეტრის სიმძლავრისაა.

ამავე განცხადების თანახმად, ქარიშხალი "რიჩარდით" გამოწვეული კოკისპირული წვიმები წყალდიდობასა და მეწყერს წარმოშობს, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში.