რუსეთი სირიას რაკეტებს მიჰყიდის

რუსეთი სირიას რაკეტებს მიჰყიდის

შეერთებული შტატები და ისრაელი ამ გარიგების წინააღმდეგ გამოდიან.

რუსეთი სირიისთვის სამხედრო ხომალდების საწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები და ისრაელი ამ გარიგების წინააღმდეგ გამოდიან.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს რობერტ გეითსს ვაშინგტონში სტუმრობისას განუცხდა, რომ მოსკოვი 2007 წელს სირიასთან დადებული შეთანხმებას კეთილსინდისიერად შეასრულებს.

რუსეთი არ იაზიარებს ებრაელების და ამერიკელების შეშფოთებას, რომ ეს იარაღი შესაძლოა ტერორისტების ხელში მოხვდეს. ისრაელი შიშობს, რომ რუსული იარაღი სირიის საშუალებით ლიბანურ „ჰეზბოლას“ არ ჩაუვარდეს ხელში.