ტიბეტელმა ბერებმა თავი დაიწვეს

ჩინეთის მთავრობა არეულობაში ტიბეტის განდევნილ სულიერ ლიდერს დალაი ლამასა ადანაშაულებს

დღეს, ტიბეტის რებკონგის რეგიონში 44 წლის ტიბეტელმა ბერმა ხელისუფლების მიმართ პროტესტის ნიშნად, თავი დაიწვა. მიმდინარე კვირის დასაწყისში ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში ტიბეტელმა ბერმა წაიკიდა ცეცხლი.

მარტის თვე განსაკუთრებით კრიტიკულია, რადგანაც ტიბეტელები აღნიშნავენ თავისუფლებისთვის ბრძოლის წლისთვას. გასულ წლის მარტში რამდენიმე ბერმა, მონაზონმა და ტიბეტის მოსახლემ დაიწვა თავი. წელს ჩინეთის ხელისუფლების მიერ ტიბეტელებით დასახლებულ რეგიონებში უშიშროების ძალების გაძლიერების მიუხედავად, თავის დაწვის 6 შემთხვევა დაფიქსირდა.

ჩინეთის მთავრობა არეულობაში ტიბეტის განდევნილ სულიერ ლიდერს დალაი ლამასა და ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციებს ადანაშაულებს.