ახალი სადამსჯელო ზომები ირანის საწინააღმდეგოდ

ბელგიური საკომუნიკაციო საზოგადოება პოპულარული ინტერნეტ მომსახურებაა, რომლითაც მსოფლიოს თითქმის ყველა ბანკი სარგებლობს.

მსოფლიოს უდიდესი საგადასახადო სისტემა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანულ ბანკებთან ურთიერთობებს წყვეტს. ეს დასავლეთის კიდევ ერთი მცდელობაა იმისკენ, რომ თეირანმა ბირთვული პროგრამის დაფინანსება ვერ შეძლოს.

ბელგიაში მოქმედმა მსოფლიო ინეტრბანკის ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოებამ (სვიფტი) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირთან შეთანხმების შემდეგ ირანის ფინანსურ კომპანიებს შეტყობინებების სისტემიდან შლის.

აღსანიშნავია, რომ ბელგიური საკომუნიკაციო საზოგადოება პოპულარული ინტერნეტ მომსახურებაა, რომლითაც მსოფლიოს თითქმის ყველა ბანკი სარგებლობს და მისი საშუალებით ფინანსური გზავნილების შეტყობინებებს აგზავნის.

ირანული ბანკების საერთაშორისო ფინანსურ გზავნილთა სისტემიდან გამორიცხვა, ირანს ხელს შეუშლის მსოფლიოს სხვადასხვა ქევეყნებთან ბიზნეს ურთიეთობები აწარმოოს, რაც სავარაუდოდ თეირანს ბირთვული პროგრამის შეწყვეტას გადააწყვეტინებს.