ოპერაციის შედეგად ალ-შაბაბის დაჯგუფების 18 მებრძოლი გაანადგურეს.
კენიის სამხედროების განცხადებით, ამ ქვეყნის საბრძოლო ხომალდმა კიდევ ერთი ნავი ჩაძირა, რომელზეც ალ-შაბაბის მეომრები იმყოფებოდნენ.
კენიის სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლის განცხადებით, ნავი მას შემდეგ ჩაძირეს, რაც ის არ დაემორჩილა ბრძანებას გაჩერების შესახებ.
კენიელი მაიორის ემანუელ ჩირჩირის განცხადებით, ამ ოპერაციის შედეგად ალ-შაბაბის დაჯგუფების 18 მებრძოლი გაანადგურეს.
ცოტა ხნის წინ კენიის ჯარები სომალის სამხრეთ რაიონში შეიჭრნენ და ათამდე ქალაქი დაიკავეს. ალ-შაბაბის დაჯგუფება 2008 წლიდან იბრძვის სომალის ხელისუფლების წინააღმდეგ.
ახლახანს მათ სომალის დედაქალაქი მოგადიშო დატოვეს, მაგრამ ჯერ კიდევ აკონტროლებენ ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებს.