რუსი პიროვნება რიგით მეექვსე ადამიანია, რომელსაც ჩინეთმა ნარკო-ტრეფიკინგისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
ჩინეთში, ნარკოტიკების ტრეფიკინგის ბრალდებით, რუსეთის მოქალაქეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ამ ინფორმაციას რუსეთის ოფიციალური მხარე ავრცელებს.
ჩინეთში, რუსეთის საელჩოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს პირი სამ კილოგრამამდე ჰეროინის კონტრაბანდით იყო დაკავებული, როცა ის ურუმჩის აეროპორტში, გასულ წელს დააკავეს.
განაჩენი მას შარშან, ნოემბერში გამოუტანეს.
იტარ-ტასის საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული რუსი პიროვნება რიგით მეექვსე ადამიანია, რომელსაც ჩინეთმა ნარკო-ტრეფიკინგისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.