პრეზიდენტმა აღუთქვა მოსახლეობას, რომ უახლოეს ხანში შეიცვლება საგანგებო მგომარეობის კანონის მოქმედება.
სირიაში ანტი-სამთავრობო გამოსვლების მოლოდინში არიან. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ დემონსტრანტების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, გარკვეული რეფორმების გატარების პირობა დადო.
ოპოზიციის გამოსვლები სირიის პრეზიდენტის ბაშირ ალ-ასადის 11 წლიან მართველობას ემუქრება, რომლის ოჯახი უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მართავს ქვეყანას.
სირიის პრეზიდენტმა აღუთქვა მოსახლეობას, რომ უახლოეს ხანში შეიცვლება საგანგებო მდგომარეობის კანონის მოქმედება, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.