სეულმა ჩრდიელოეთ მეზობლის საზღვრებთან სამხედრო წვრთნები გააძლიერა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საკუთარ ხალხს მიმართა და განუცხადა, რომ მათ ჩრდილოეთ კორეასთან ომის არ უნდა შეეშინდეთ. მისი თქმით, სამხრეთ კორეის სამხედრო სარდლობა, ჩრდილოეთიდან წამოსულ ნებისმიერ აგრესიას საკადრის პასუხს გასცემს.
პრეზედენტმა ლიი მუნგ ბეკმა თავის რადიო მიმართვაში ეროვნული ერთობის აუცილებლობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, განხეთქილების ნიშნები ჩრდილოეთ კორეის აგრესიას კიდევ უფრო წაახალისებს. ორ კორეას შორის ვითარება განსაკუთებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუთვნილ კუნძულს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. ამის შემდეგ სეულმა ჩრდიელოეთ მეზობლის საზღვრებთან სამხედრო წვრთნები გააძლიერა.