ღაზას სექტორში თავდასხმა მოხდა

შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ დარაჯს, დაწვეს და დაანგრიეს შენობები.

ღაზას სექტორში გაეროს სამაშველო გაყოფილების ოფიციალური პირები აცხადებენ,რომ ათობით შენიღბული და შიარაღებული პირები პალესტინელი ბავშვებისთვის განკუთვნილ საზაფხულო ბანაკს დაესხნენ თავს.

გაეროს დახმარებისა და სამაშველო გაყოფილების უფროსი ჯონ ჯინგი ამბობს,რომ შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ დარაჯს, დაწვეს და დაანგრიეს შენობები. ჯონ ჯიგნი ასევე დარწმუნებულია, რომ ეს თავდასხმა ექტრემისტულ დაჯგუფებასთან არის დაკავშირებული.

გაეროს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თავდამსხმელებმა დატოვეს წერილი, სადაც ისინი ჯონ ჯინგის მკვლელობით იმუქრებიან.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის არ აუღია.

ღაზას სექტორში რამდენიმე ბავშვთა საზაფხულო ბანაკია გახსნილი. ბანაკები 250 000 პალესტინელ ბავშვს მასპინძლობს. ისლამისტი ექტრემისტები ეწინააღმდეგებიან ამ ტიპის ბანაკებს და აცხადებენ, რომ მსგავსი დაწესებულებები ისლამური რელიგიის საწინააღმდეგოა.