ედგარ დეგას ნამუშევარი სამშობლოში ბრუნდება

ედგარ დეგას ნამუშევარი სამშობლოში ბრუნდება

ეს სურათი დიდი ხანია ირიცხებოდა სოტბის აუქციონის კატალოგში.

შეერთებული შტატები საფრანგეთში აბრუნებს ცნობილი იმპრესიონისტის ედგარ დეგას ნამუშევარს, რომელიც 37 წლის წინათ მუზეუმიდან მოიპარეს.

დეგას ნამუშევარი ლე ჰავრის მალოუს მუზეუმიდან 1973 წელს მოიპარეს. მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობი იყო მანამ, ვიდრე ის სოტბის აუქციონზე არ გამოიტანეს გასაყიდად.

ეს სურათი დიდი ხანია ირიცხებოდა სოტბის აუქციონის კატალოგში და ნიუ იორკში გამართულ ვაჭრობაზე შეერთებული შტატების ხელისუფლებამ მისი კონფისკაცია მოახდინა.

ნახატი 1870 წელს არის შესრულებული და მისი საწყისი ფასი 450, 000 დოლარი იყო.