ლიბიაში ბრძოლები გრძელდება

ლიბიაში ბრძოლები გრძელდება

ხუთშაბათს წითელმა ჯვარმა განაცხადა რომ სირტეს 3000 მაცხოვრებელი ქალაქიდან 30 კილომეტრის დაშორებით უდაბნოში დაბანაკდნენ.

ლიბიის ქალაქ სირტეში რადენიმე კვირაა მუამარ კადაფის კბილებამდე შეიარაღებულ მომხრეებსა და გარდამავალი მთავრობის სამხედრო ძალებს შორის შეტაკება მძვინვარებს. ქალაქი ჯერჯერობით კადაფის მხარდამჭერების კონტროლის ქვეშაა.

როგორც ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ შეტაკების დროს აფეთქდა ავტომობილი, აფეთქებისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.

ამის ფონზე საერთაშორისო სამაშველო რაზმები ცდილობენ შევიდნენ ქალაქ სირტეში და ქალაქი მედიკამენტებით, საკვებითა და სასმელი წყლით მოამარაგონ.

ხუთშაბათს წითელმა ჯვარმა განაცხადა, რომ სირტეს 3000 მაცხოვრებელი ქალაქიდან 30 კილომეტრის დაშორებით უდაბნოში დაბანაკდნენ.

პარასკევს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკო ფრატინი ტრიპოლში ლიბიის გარდამავალი მთავრობის ლიდერებს შეხვდა და პირობას დასდო რომ ლიბიის გაყინულ ანგარიშებს გახსნის. ამავე განცხადების თანახმად, ეს თანხა ქვეყნის აღმშენებლობითი პროექტისთვის არიდ განკუთვნილი.