იემენში დემონსტრაციები გრძელდება

იემენში დემონსტრაციები გრძელდება

იემენში მეხუთე დღეა ათასობით ოპოზიციონერი დედაქალაქ სანას ქუჩებში აწყობს დემონსტრაციებს. აქციის მონაწილეები პოლიტიკური რეფორმების განხორციელებას და პრეზიდენტ ალი აბდულა სალეს გადადგომას ითხოვენ.

ქვეყნის პოლიციამ ხელკეტების გამოყენებით დაშალა სამი ათასამდე დემონსტრანტი. მათ შორის უმრავლესობა სტუდენტები იყვნენ, რომლებიც სანას უნვივერსიტეტიდან ქალაქის ცენტრისკენ მოძრაობდნენ. პოლიციის ამ ზომას აქტივისტებმა ქვების სროლით უპასუხეს. ინციდენტის შედეგად სამი დემონსტრანტი დაშავდა.

იემენელი მომიტინგეები პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული ლოზუნგებით გამოდიოდნენ. მოწოდებების უმრავლესობა ეგვიპტისა და ტუნისის დემონსტრაციების დროს ხმარებულ ლოზუნგებს წააგავდა.