ბრაზილიაში პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა

ბრაზილიაში პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა

63 წლის პრეზიდენტმა დილა რუსეფმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში ახალი ეპოქა დაიწყო.

შაბათს ბრაზილიაში ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტის დილმა რუსეფის ინაუგურაცია ჩატარდა.

მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი ცერემონიაზე დასასწრებად. 63 წლის დილა რუსეფმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში ახალი ეპოქა დაიწყო.

ბრაზილიის პრეზიდენტი ბულგარელი იმიგრანტის ქალიშვილია. 1964 წელს ბრაზილიაში მომხდარი სამხედრო გადატრიელების შემდეგ დილმა აქტიურად გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე. 1967 წელს შეუერთდა ბრაზილიის სოციალისტურ პარტიას, მოგვიანებით კი პარტიის რადიკალურ ფრაქციას. 1970 წელ დილმა დააპატიმრეს და სამი წლით ციხეში გამოკეტეს, სადაც სასტიკად აწამებდნენ.