მლადიჩის საქმე შეწყდა

სასამართლო 400 მოწმის ჩვენებასაც გამოიყენებს.

ბოსნია-ჰერცოგოვინას ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულისათვის, გენერალ რატკო მლადიჩის საქმის განხილვა, ჰააგას სასამართლოზე მოსამართლის გადაწყვეტილებით შეჩერდა.

სასამართლოს დაწყების პირველივე დღიდანვე, 70 წლის ბრალდებულ გენერალს, დარბაზში მყოფი დაღუპული ოჯახის წევრები მის მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ.

გენერალ რატკო მლადიჩის მიმართ წაყენებულ საბრალდებო ნუსხაში შეტანილია მისი ბრძანებით განხორციელებული 8000 მუსლიმის მოკვლის ფაქტიც.

პროკურორების განცახდებით, სასამართლო ასევე 400 მოწმის ჩვენებასაც გამოიყენებს. პირველი ასეთი მოწმის მოსმენა 29 მაისაა დაგეგმილი.