ნატო რუსეთის დარწმუნებას ვერ ახერხებს

ნატო რუსეთის დარწმუნებას ვერ ახერხებს

გასულ კვირას რუსეთმა კალინინგრადის რეგიონში ახალი რადარი დაამონტაჟა.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვერ შეძლეს რუსეთის დარწმუნება, რომ ახალი რაკეტსაწინაღო თავდაცვის სისტემა ამ ქვეყანას არ ემუქრება.

ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, მხარეებს განსხვავებული მიდგომა აქვთ აღნიშნული საკითხისადმი, თუმცა მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან საუბარში ნატოს გენერალურმა მდივანმა უარყო მოსკოვის მტკიცება, რომ აღნიშნული თავდაცვის სისტემა შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენონ.

რუსეთმა გააფრთხილა დასავლეთი, რომ შეერთებულმა შტატებმა და ნატომ გამალებული შეიარაღების ახალი ტალღა შეიძლება ააგორონ ევროპაში რაკეტსაწინაღო თავდაცვის სიტემების დამონტაჟების შედეგად.

გასულ კვირას რუსეთმა კალინინგრადის რეგიონში ახალი რადარი დაამონტაჟა, რომელიც ახალი ამერიკული სისტემების წინააღმდეგ იქნება მიმართული.