ქარის სიძლიერე საათში 185 კილომეტრს აღწევს.
შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ქარიშხალი აირინის მოახლოებასთან ერთად სანაპიროდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
ქარის სიძლიერე საათში 185 კილომეტრს აღწევს. ქარიშხალმა დიდი ზარალი მიაყენა ბაჰამას კუნძულებს და ამჟამად უფრო მეტი სიძლიერით მიემართება ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროსკენ.
ვირჯინიაში ოკეანეში გასულ ამერიკის სამხედრო ფლოტის ხომალდებს ბაზებზე დაბრუნება უბრძანეს.