დღეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტები ევროკავშირიდან და ნორვეგიიდან ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდებიან, სადაც განიხილავენ, გასულ კვირას ოსლოში, მომხდარი მსგავსი ტერორისტული თავდასხმების თავიდან აცილების გეგმას.
ნორვეგიის პოლიციის თქმით , ეჭვმიტანილი ანდერს ბეჰრინგ ბრეივიკი, დანაშაულის განხორციელების დროს მარტო მოქმედებდა და იგი არ მიეკუთვნება ფართომასშტაბიან ტერორისტულ დაჯგუფებას.
პოლიცია კვლავ იძიებს ბერივიკის მტკიცებულებას მისი ჯვაროსნული მოძრაობის წევრობის შესახებ, რომელიც ევროპაში, მუსულმანი ემიგრანტების ყოფნასა და მრავალკულტურიანობას ეწინააღმდეგება.
ადგილობრივების თქმით, პოლიცია ნელა მოქმედებს დამნაშავის დასასჯელად, რომელმაც, გასულ კვირას, სამხრეთ კუნძულ უტოიაში, განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად 68 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.