ბევრი ექსპერტი თანხმდება რომ ურთიერთობები ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ახლა ბევრად უფრო გაუმჯობესდა, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დონე.
"ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ანდრე დე ნეშნერა ამ საკითხებზე ამერიკის სამ მაღალი რანგის პოლიტიკოსს ესაუბრა და მოსკოვთან მიმდინარე ურთიერთობების შესახებ აზრი ჰკითხა.
ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება მისი ადმინისტრაციის უმთავრეს პრიორიტეტად დაახახა. ორი წლის წინ, პრეზიდენტად გახდომამდე ადრე, მან პირობა დადო რომ ამ ურთიერთობების გადატვირთვას მოახდენდა. არაერთი ამერიკელი ექსეპრტი ახლა მიიჩნევს, რომ ურთიერთობები ბევრად უფრო უკეთესია, ვიდრე ისინი მანამდე იყო.
საზღვაო ქვეითთა თადარიგში გასული გენერალი ენტონი ზინი ორმხრივ ურთიერთობებს სიფრთხილით უყურებს:
"იზრდება სხვადასხვა კუთხით. ახლაც, მოსკოვი საკუთარ თავს ეძებს ახალ მსოფლიოში. ის კვლავ განიცდის აღმოსავლეთ ევროპაში გავლენის შესუსტებას და ქვეყნის სამხრეთშიც, რასაც ჩვენ გვაბრალებენ. ვფიქრობ, რომ მოსკოვთან ურთიერთობას დიდი მუშაობა სჭრდება.“
თავის მხრივ, ამერიკის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ბრენტ სკოუკროფტი აცხადებს, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობას ამტკიცებენ:
„ეს ძალიან გრძელი და ნელი პროცესი იქნება. რამეთუ არსებობს დიდი ეჭვი ორივე მხარეს და რუსები ყველაფერს ისე არ აკეთებენ, როგორც ეს ჩვენ გვინდა. მათ რაღაცნაირი შინაგანი მტრობა აქვთ ჩვენი. ჩვენ ამერიკელებს, არ მიგვაჩნია, რომ ცივი ომი რომელიმე მხარემ წააგო, ისინი კი ფიქრობენ რომ ეს მართლაც ასე მოხდა. ამიტომაც ჯერ კიდევ განიცდიან, როცა ხედავენ, რომ ამერიკა კონფლიქტს წარმატებით დაუძვრა, მათი ცხოვრება კი მთლიანად შეიცვალა. ამიტომაც, ურთიერთობების აღსადგენად დიდი დრო დაგვჭირდება, მაგრამ მაინც სწორი მიმართულებით მივდივართ.“
ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ლორენს იგლბურგერი ფიქრობს, რომ რუსეთი უფრო დიდ როლს შეასრულებს საერთაშორისო არენაზე. მისი განცხადებით:
„რუსები ამ ეტაპზე უფრო აგრესიულები არიან საერთაშორისო არენაზე. ასევე უნდა გავიგოთ ის ამბავი, რომ რუსეთი აღარ არის საბჭოთა კავშირი, ახლა ის უფრო სუსტია, და უფრო ნაკლები გავლენა აქვს მსოფლიოში. სწორედ ამ გავლენის აღდგენას ცდილობს რუსეთი, და უფრო ძლიერი ეკონომიკური პოზიციის დაკავებას. აი სწორედ ეს არის ის ფაქტორი, რაც ჩვენ-ამერიკასა და რუსეთს მომავალშიც განგვასხვავებს.“
ექსპერტების მტკიცებით, ორივე მხარემ შეძლო უთანხმოებების დაძლევა, როცა სტრატეგიული იარაღის შემცირების გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი.
ბრენტ სკოუკროფტი ამბობს, რომ სენატის მიერ ამ დოკუმენტის რატიფიცირება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო მოსკოვისა და ვაშინგტონის სამომავლო ურთიერთობების წარმატებისთვის:
„მნიშვნელოვანი იყო ურთიერთობების გადატვირთვა, რამეთუ ამ ხელშეკრულების რატიფიცირების გარეშე რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციაზე ვიტყოდით უარს. რატიფიკაციის შემდეგ საშუალება გვეძლევა უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ ბირთვული იარაღის კონტროლის საკითხებზე. ამერიკა და რუსეთი, როგორც იცით, მსოფლიოს ბირთვული არსენალის 95 პროცენტს ფლობენ. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბირთვული ბალანსის უზურნველყოფა.“
ექსპერტების განცხადებით, ლოგიკური იქნება ვაშინგტონისა და მოსკოვის მიერ ყურადღების გამახვილება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მოკლე რადიუსის, ან სხვანაირად ტაქტიკური ბირთვული იარაღის შემცირება.
ანალისტიკოსები დასძენენ იმასაც, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის გაუმჯობესებული ურთიერთობების კიდევ ერთი მაგალითია მოსკოვის პოზიცია ირანის ასკითხში. როგორც ვიცით, მოსკოვმა გადაიფიქრა თეირანისთვის ეს სამასი ანტი სარაკეტო ჭურვების მიყიდვა. რუსეთმა ასევე მხარი დაუჭირა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც თეირანზე ახალ სანქციებს აწესებს.
სამომავლოდ, ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, რომ მოსკოვმა და ვაშინგტონმა 2010 წელს მიღწეული პროგრესი უნდა გამოიყენონ. მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში საკვანძო მნიშვნელობის საკითხებად რჩება იარაღს კონტროლის ირგვლივ შესაძლო მოლაპარაკებები და რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისადმი მიძღვნილი დისკუსიები.