კატარი ძალიან პატარა ქვეყანაა, სადაც ზაფხულში ტემპერატურა 50 ცელსიუს გრადუსამდე აღწევს.
იორდანიის პრინცმა ალიმ ფეხბურთის მმართველ ორგანოს ფიფას 2022 წელს კატარში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის ზამთარში გამართვა სთხოვა.
პრინცისსა აზრით, თანამასპინძელებად რეგიონის ზოგიერთი ქვეყანაც უნდა გამოცხადდეს. პრინცი ალის შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ კატარი ძალიან პატარა ქვეყანაა, სადაც ზაფხულში ტემპერატურა 50 ცელსიუს გრადუსამდე აღწევს.
მან ასევე განაცხადა, რომ საჭიროა ჩემპიონატი რეგიონში გაიმართოს და არა ერთ პატარა ქვეყანაში. პრინცმა ალიმ თანამასპინძელ ქვეყნებად ბაჰრეინის, გაერთიანებული საემიროების და საუდის არაბეთის ჩართვაც მოითხოვა.