ქვეყნის ფინანსურმა სექტორმა მთავრობაზე ზეწოლა გაზარდა დახმარების მოთხოვნით.
ესპანეთის პრემიერ მინისტრი მარიანო რახოი მიესალმება ევროკავშირის მიერ 125 მილიარდი დოლარის ოდენობის გამოყოფას ქვეყნის ბანკების გადასარჩენად.
რახოის განცხადებით, მისი ცენტრისტულ-მემარჯვენე მთავრობის ძალისხმევის შედეგად ესპანეთმა საბერძნეთის, იტალიისა და პორტუგალიისგან განსხვავებული დახმარება მიიღო, რაც მომავალში ქვეყნის ეკონომიკას მძიმე ტვირთად არ დააწვება.
ესპანეთი დიდი ხნის მანძილზე უარს აცხადებდა მასტიმულირებელი პაკეტის მოთხოვნაზე. თუმცა, ევროზონის ეკონომიკური ვითარების გაუარესებასთან ერთად, ქვეყნის ფინანსურმა სექტორმა მთავრობაზე ზეწოლა გაზარდა დახმარების მოთხოვნით.