სირიაში მასობრივი გამოსვლებია

გაეროს მისია სირიაში ამჟამად 150 დამკვირვებელს ითვლის.

სირიელები მასობრივ საპროტესტო აქციებზე გამოვიდნენ გუშინდელი ტერაქტების შემდეგ, როდესაც 55 ადამიანი დაიღუპა.

დამასკოში მომხდარი ორმაგი აფეთქება სირიაში 14 თვის წინათ დაწყებული ანტი-სამთავრობო გამოსვლების ყველაზე სისხლიანი ტერაქტი იყო.

სირიაში კოფი ანანის ძალისხმევით გაეროს დამკვირვებლების ჩასვლის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად კიდევ უფრო გახშირდა ძალადობა.

სირიის ხელისუფლებამ გაეროს უშიშროების საბჭოს თხოვნით მიმართა მხარდაჭერა აღმოუჩინოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გაეროს მისია სირიაში ამჟამად 150 დამკვირვებელს ითვლის.