გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რაომ სამრექველო ქიმიკატები წყალს ყველაზე მეტად აბინძურებს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირის მოსახლეობა 27 წევრიან ბლოკს წყლის ხარისხის გაუმჯობესებას სთხოვს. გამოკითხული 2500 ადამიანის 70% მიიჩნევს, რომ წყლის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები ევროპისთვის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.
გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სამრექველო ქიმიკატები წყალს ყველაზე მეტად აბინძურებს. ამ ვითარების გამოსასწორებლად კი ისინი დამბინძურებელი კომპანიებისთვის ჯარიმების გამკაცრებას ითხოვენ.
ევროკავშირის კომისიონერი ჯენეზ პოტოჩნიკი აცხადებს, რომ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში წყლის ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა და ასევე დაიხვეწა წყლის გადამამუშავებელი და გასაფილტრი ინფრ