ბრიუსელის ახალი სანქციები სირიის წინააღმდეგ

ჯერჯერობით უცნობია, აეკრძალება თუ არა სირიის პირველ ლედის ბრიტანეთში მოგზაურობა.

ევროკავშირის გადაწყვეტილებით, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის და მისი ვიწრო გარემოცვის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა.

ბრიუსელში შეკრებილმა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, ბაშარ ალ-ასადის გარემოცვის წინააღმდეგ შემოღებული იქნება სამგზავრო შეზღუდვები და ასევე გაიყინება მათი საბანკო ანგარიშები. ეს აკრძალვები შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ოჯახს, მისი მეუღლის ასმა ალ-ასადის ჩათვლით, რომელიც ბრიტანეთშია დაბადებული.

ასადის მეუღლემ ბოლო დროს ბრიტანული საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, მას შემდეგ რაც გაზეთმა „გარდიანმა“ მისი ელექტრონული ფოსტის წერილები გამოაქვეყნა, სადაც მოთხრობილია სირიის პირველი ლედის მასშტაბური შოპინგის ამბები, იმ დროს როდესაც სირიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, აეკრძალება თუ არა სირიის პირველ ლედის ბრიტანეთში მოგზაურობა, რომლის მოქალაქეობაც კვლავ გააჩნია.