დღეს მომხდარი ინციდენტი კოალიციის ჯარებზე განხორციელებული მსგავსი თავვდასხმების ნაწილია.
ნატოს განცხადებით, ავღანეთის ეროვნული არმიის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანმა ცეცხლი გაუხსნა კოალიციის ჯარისკაცებს. ინციდენტის შედეგად, გარდაიცვალა ერთი ჯარისკაცი.
ნატოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ თავდამსხმელის ლიკვიდაცია ადგილზევე მოხდა.
დღეს მომხდარი ინციდენტი კოალიციის ჯარებზე განხორციელებული მსგავსი თავვდასხმების ნაწილია, რომელსაც ავღანეთის არმიის ფორმაში ჩაცმული მეამბოხეები ასრულებენ.