პრეზიდენტი ობამა საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად იწყებს. პირველი ლედის, მიშელ ობამას თანხლებით, ის კვირას 6 მაისს, ოჰაიოს და ვირჯინიის შტატების ამომრჩევლებს შეხვდება.
მარათონში ამერიკის პრეზიდენტი ეკონომიკური პრობლემების და უკიდურესად პოლარიზებული ორპარტიული პოლიტიკური სისტემის პირობებში ერთვება. დღეს გაკეთებულ ყოველკვირეულ საპრეზიდენტო მიმართვაში ობამამ განაცხადა, რომ „დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე უარესი ეკონომიკური კრიზისიდან“ გამოსვლა ეტაპობრივად ხდება და პროცესის დინამიკაში „სამუშაო პროგრესი“ შეიმჩნევა.
აპრილში უმუშევრობის მაჩვენებელი ქვეყანაში ოდნავ შემცირდა, მაგრამ არა იმდენად, რომ ეს ფაქტი დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლეოდეს. შეერთებული შტატების მთავრობის განცხადებით, აპრილში 115 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა, მარტთან შედარებით - დაახლოებით 40 ათასით ნაკლები.