რამდენად არის მზად ბრაზილია იმისთვის , რომ 2014 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს?
პოლიციის ზეწოლის შედეგად, ბრაზილიის რამდენიმე ქალაქში დასრულდა ორკვირიანი გაფიცვები, რომლის დროს რამდენიმე მკვლელობის ფაქტიც მოხდა.
ოფიციალური ცნობით, სალვადორის მეტროპოლიტენის ტერიტორიაზე მომხდარ გაფიცვებს სულ 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პოლიციის დახმარებით, სამდღიანი გაფიცვები შეწყდა რიო დე ჟანეიროშიც.
ბრაზილიაში მიმდინარე გაფიცვებმა კვლავ გააჩინა ეჭვი იმის შესახებ, თუ რამდენად არის მზად ქვეყანა იმისთვის, რომ 2014 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს.