500 ათასი ავღანელისთვის ჯანდაცვა და განათლება ხელმიუწვდომელია.
უფლებადამცველმა ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიამ“ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ავღანეთში ასობით ათასი ადამიანი დღესაც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, მას შემდეგ რაც მათ ბრძოლების დაწყების შედეგად საკუთარი სახლები დატოვეს.
ანგარიშის თანახმად ათასობით მამაკაცმა, ქალმა და ბავშვმა საკუთარი საცხოვრებელი სახლები იმ იმედით დატოვა, რომ უსაფრთხო ადგილს მოძებნიდნენ. ამდენად, ქვეყანაში უამრავი იძულებით გადაადგილებული ადამიანია. დოკუმენტის თანახმად, დაახლოებით 500 ათასი ავღანელი ცხოვრობს ისეთ პირობებში, სადაც არც საკმარისი საკვები აქვთ და არც წყალი; ჯანდაცვა და განათლება მათთვის ხელმიუწვდომელია, ხოლო სანიტარიის პირობები გაუსაძლისი.