პრეზიდენტმა ობამამ რელიგიაზე ისაუბრა

პრეზიდენტმა ობამამ რელიგიაზე ისაუბრა

რელიგიურ ლიდერთა საუზმეზე გაკეთებული განცხადებები რესპუბლიკელთა ფავორიტი კანდიდატის მიტ რომნის მისამართით იყო გათვლილი.

პრეზიდენტმა ბარაკამ ობამამ განაცხადა, რომ რელიგიური მრწმასი პოლიტიკის განსაზღვრაში ეხმარება. ამის შესახებ მან თეთრ სახლში რელიგიური ლიდერებისთვის გამართულ ყოველწლიურ საუზმეზე განაცხადა. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი კენტ კლეინი აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა.

თეთრ სახლში ყოვეწლიურად რამდენიმე ათასი რელიგიური ლიდერი იკრიბება. მათი რაოდენობა 3500-დან 4000-მდე მერყეობს. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, პოლიტიკოსის ჩამოყალიბებაში სწორედ რელიგიური ღირებულებები თამაშობს დიდ როლს.

„ლოცვის დროს მუდამ მახსოვს, რომ რწმენა და ფასეულებები უდიდეს როლს თამაშობს ჩვენს მოტივაციაში სასწრაფო პრობლემების გადაჭრის მომენტში,“ - განაცხადა პრეზიდენტა.

მისი თქმით, მისი მოწოდება მდიდარი ამერიკელების მიმართ მაღალი გადასახადების გადახდის შესახებ პრაქტიკულად რამდენიმე რელიგიის სწავლებაზეა დაფუძნებული.

„ეს თანხვდება იესოს მოძღვრებას, რომლის თანახმადაც, როგორც გასცემთ, ისე მოგეზღვებათ. ეს ასახავს ასევე ისლამურ რწმენას, რომ ვისაც სურს მადლის მიღება, ის უნდა დაეხმაროს სხვებს და ასევე ებრაულ დოქტრინას სხვების დახმარების შესახებ,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.

ზოგიერთი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ რელიგიურ ლიდერთა საუზმეზე გაკეთებული განცხადებები რესპუბლიკელთა ფავორიტი კანდიდატის მიტ რომნის მისამართით იყო გათვლილი, რომელმაც „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მთავარი სამიზნე ამერიკის საშუალო ფენის ეკონომიკური სიძლიერეა, ხოლო სამთავრობო პროგრამები კი ღარიბებზეა გათვლილი.

„მე არ მაწუხებს ძალიან ღარიბების ბედი. ჩვენ იქ უსაფრთხოების ბადე გვაქვს. თუკი მას დასჭირდება შეკეთება, მე მას შევაკეთებ. მე ასევე არ მაწუხებს ძალიან მდიდრების ბედი. ისინი კარგად გრძნობენ თავს. მე მაწუხებს ამერიკის გული, ამერიკელთა 90-95 პროცენტი, რომლებიც ახლა იბრძვიან გადარჩენისთვის და ეს არის ჩემი გზავნილი მთელი ერისთვის,“ - განაცხადა რომნიმ.

თეთრ სახლში გამართულ საუზმეზე ბარაკ ობამამ ასევე განაცხადა, რომ მისი რელიგიური მრწამსი საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში ეხმარება. მან ამის მაგალითად მოიყვანა თავის პოზიცია, რომ ამერიკული დახმარებები არ უნდა შემცირდეს, ასევე გაიხსენა უგანდაში დატრიალებული საშინელი ტრაგედია და ადამიანთა ტრეფიკინგის პრობლემა მთელ მსოფლიოში.

„ეს არ არის უბრალოდ ალიანსების გაძლიერების საკითხი ან დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობა ან ამერიკის ლიდერობა მსოფლიოში, თუმცა ყველა ეს საკითხი მნიშვნელოვანია და ჩვენთვის უსაფრთოების განმსაზღვრელია. ამას აქვს ასევე ბიბლიური დატვირთვა, რომ ზრუნავდე სხვებზე, ზრუნავდე საზოგადოებიდან გარიყულებზე,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.

პრეზიდენტმა, რომლის ბაბუაც კენიელი მუსლიმი იყო, განაცხადა, რომ ის არარელიგიურ ოჯახში გაიზარდა და მას ქონდა დაეჭვების და დაბნეულობის პერიოდი ვიდრე ქრისტიანობას მიიღებდა. როგორც ბარაკ ობამამ განაცხადა, ის ხშირად მიმართავ ღმერთს, რათა დაეხმაროს, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე ქვეყნის პრეზიდენტობაში.