ქაიროში რევოლუციის წლისთავი აღნიშნეს

ქაიროში რევოლუციის წლისთავი აღნიშნეს

ზოგი რევოლუციის წლისთავს ზეიმობდა, ხოლო ზოგი კი სამხედრო მმართველობის დასრულებას ითხოვდა.

ეგვიპტელი აქტივისტები დღეს ქაიროში თაჰრირის მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის დამხობის წლისთავს აღნიშნავენ. მოსახლეობამ მოედანაზე შეკრება ოთხშაბათიდან მცირე ჯგუფებად დაიწყო.

დღეს უკვე ქაიროს ქუჩები მასობრივმა დემონსტრაციებმა მოიცვა. ზოგი რევოლუციის წლისთავს ზეიმობდა, ხოლო ზოგი კი სამხედრო მმართველობის დასრულებას ითხოვდა.

დღეს თაჰრირის მოედანზე გამართულ დემოსტრაციაში დაახლოებით 27 სხვადასხვა პროდემოკრატიული ჯგუფი მონაწილეობდა. როგორც ეგვიპტის სამხედრო საბჭო აცხადებს, ისინი მზად არიან ხელისუფლება ახლადარჩეულ პრეზიდენტს ივნისის ბოლოს გადააბარ