მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე კვლავ ვარდნა აღინიშნება

მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე კვლავ ვარდნა აღინიშნება

ევროპის საფონდო ბირჟებმა ვაჭრობა სამი პროცენტიანი დანაკლისით დაიწყეს.

მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე მორიგი ვარდნა აღინიშნა, ამერიკის ცენტრალური ბანკის მიერ ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობასთან დაკავშირებით, პესიმისტური პროგნოზების გაკეთების შემდეგ.

იაპონიის ნიკეის ინდექსი ორი პროცენტით დავარდა. ჰონგკონგის ბირჟაზე 5 პროცენტიანი დაკლება აღინიშნა. იგივე მდგომარეობა იყო სეულის, სიდნეის და შანხაის ბირჟებზე.

ევროპის საფონდო ბირჟებმა ვაჭრობა სამი პროცენტიანი დანაკლისით დაიწყეს. ოთხშაბათს შეერთებული შტატების ცენტრალურმა ბანკმა ხაზინის გრძელვადიანი ბონდების შესყიდვა დაიწყო, მოკლევადიანი ბონდების გაყიდვასთან ერთად. ეს ღონისძიება ამერიკის ეკონომიკის სტიმულირებას ისახავს მიზნად.