კრისტიან ვულფი თანამდებობიდან გადადგა

კრისტიან ვულფი თანამდებობიდან გადადგა

პროკურატურამ ვულფისთვის იმუნიტეტის მოხსნის ბრძანება გასცა.

გერმანიის პრეზიდენტი კრისტიან ვულფი თანამდებობიდან გადადგა. ამ გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ მოხდა, რაც მის წინააღმდეგ კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდებები გაჟღერდა.

პროკურატურამ ვულფისთვის იმუნიტეტის მოხსნის ბრძანება გასცა, რათა გამოძიებას საშუალება მიეცეს ბრალდებები საფუძვლიანად შეისწავლოს. ბრალდებების ერთი ნაწილი ვულფს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ვულფის გადადგომასთან დაკავშირებით „ღრმა მწუხარება“ გამოხატა და პარტიებს ახალი პრეზიდენტის შერჩევის პროცესში კონსესუსის მიღწევისკენ მოუწოდა.