მამის დაკრძალვის პროცესიას, ახალგაზრდა მმართველი სამთავრობო სასახლის აივნიდან ადევნებდა თვალს.
კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის მმართველი პარტიისა და სამხედრო ძალის უმაღლეს მთავარსარდლად, მამამისის - კიმ ჩენ ირის დაკრძალვის ცერემონიის მიმდინარეობის დროს გამოაცხადეს.
სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული კადრების თანახმად, ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერის კიმ ჩენ ირის გამოსამშვიდებლად ხალხის დიდი რაოდენობა მივიდა.
მამის დაკრძალვის პროცესიას, ახალგაზრდა მმართველი სამთავრობო სასახლის აივნიდან ადევნებდა თვალს, რომელმაც თავის მიმართვაში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას მამისგან იდეოლოგიური მემკვიდრეობის გარდა შეუავლი და რევოლუციური ხასიათიც ერგო წილად.