საერთაშორისო ძალები ამერიკელების მეთაურობით ქვეყნის დატოვებას 2014 წლისთვის აპირებენ
ქაბულის ქუჩებში საპროტესტო დემონსტრაციაზე ავღანეთში ამერიკის ჯარის შეჭრის 10 წლისთავის აღსანიშნავად ასობით ავღანელი გამოვიდა. ავღანელები ქვეყნიდან ინტერნაციანალური ძალების გაყვანას მოითხოვენ.
ავღანეთის დედაქალაქში შეკრებილმა ხალხმა დაგმო შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მოქმედება მშვიდობიან მოსახლეობაში არსებული მსხვერპლის გამო.
საპროტესტო დემონსტრაციაზე ავღანელებმა შეერთებული შტატების დროშები დაწვეს.
ამჟამად ავღანეთში საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში 130, 000 უცხოელი ჯარისკაცი იმყოფება, რომელთა უმრავლესობა ამერიკელები არიან.
საერთაშორისო ძალები ამერიკელების მეთაურობით 2014 წლისთვის აპირებენ ქვეყნის დატოვებას და თანდათანობით უშიშროებაზე პასუხიმგებლობას ავღანეთის ხელისუფლებას გადასცემენ.