კადაფის მომხრეებმა ჟურნალისტები გაათავისუფლეს

კადაფის მომხრეებმა ჟურნალისტები გაათავისუფლეს

იტალიის ხელისუფლების განცხადებით, კადაფის მომხრეების მიერ გატაცებული ოთხი იტალიელი ჟურნალისტი უკვე გაანთავისუფლეს.


ორი მათგანი მილანის გაზეთის „კორიერა დელა სერას“ კორესპონდენტები არიან, ერთი „ლა სტამპას“ ჟურნალისტია, მეოთხე კი კათოლიკური გამომცემლობის წარმოადგენელი.
იტალიელი ჟურნალისტების მძღოლი გატაცების დროს დაიღუპა. ისინი ზავიადან ტრიპოლისკენ მიმავალ ტრასაზე გაიტაცეს.


მანამდე ტრიპოლის რიქსოსის სასტუმროში, კადაფის მომხრეების მიერ 4 დღის განმავლობაში დატყვევებული 35 უცხოელი ჟურნალისტი გაანთავისუფლეს