სასამართლომ ძველი საქმის ხელახალი განხილვა დაიწყო.
დაპირისპირება პაკისტანის უმაღლეს სასამართლოსა და პრემიერ მინისტრ იუსუფ რაზა გილანს შორის დასრულდა. სასამართლომ იგი მართლმსაჯულების უპატივცემულობაში დაადანაშაულა.
ხუთშაბათს გამოტანილი ვერდიქტის თანახმად, სასამართლომ ძველი საქმის ხელახალი განხილვა დაიწყო, სადაც პრემიერ მინისტრი პრეზიდენტ ასიფ ალი ზარდირის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობდა.
პაკისტანის პრემიერ მინისტრს შესაძლოა ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.
პრემიერ მინისტრის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლო უწყების მოსვლისთანავე, სასამართლოში დაუყონებლივ გამოცხადდა.