ჩინეთმა გუგლი+ -ზე რამდენიმე დღის წინ შეზღუდვები მოიხსნა.
ასობით ჩინელმა, მას შემდეგ, რაც ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში სოციალური ქსელების გამოყენება აღადგინა, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ოაბამას მესიჯები, რომელიც „გუგელ-პლიუსის“ ინტერნეტ გვერდზე იყო გამოქვეყნებული მარავალჯერ მოინახულა.
გასული წლიდან „გუგელ-პლიუსის“ ინტერნეტ გვერდი მისი გამოსვლისთანავე ჩინეთის ცენზურამ დაბლოკა. თუმცა, რამდენიმე დღის წინ მასზე შეზღუდვები მოიხსნა.
შედეგად, ჩინელმა ინტერნეტ-მომხმარებელებმა ბატონი ობამას მოსაზრებაზე, რომელიც სიტყვის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებების დაცვას ეხებოდა კომენტარების დატოვება შეძლეს. მათ ასევე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ამერიკული „მწავნე ბარათის“ მოპოვებასა და ამერიკაში ლეგალურად მუშაობის შესახებ.