რევოლუციის წლისთავს ასევე ლიბის დედაქალაქ ტრიპოლიშიც აღნიშნავენ.
ლიბიელები დამხობილი დიქტატორის მუამარ კადაფის წინააღმდეგ რევოლუციის დაწყების ერთი წლისთავს აღნიშნავენ. დღეს აღმოსავლეთ ლიბიის მთავარ ქალაქ ბენღაზიში საზეიმო დემონსტრაციაში მონაწილეობა ასობით ადამიანმა მიიღო.
ბენღაზი კადაფის წინააღმდეგ ბრძოლაში ოპოზიციის მთავარი ქალაქი იყო. ბენღაზიში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ქალაქში შესავლელი გზები ბლოკებით არის გადაკეტილი.
რევოლუციის წლისთავს ასევე ლიბის დედაქალაქ ტრიპოლიშიც აღნიშნავენ. რევოლუციას აღნიშვნა არაფოციალურ ხასიათს ატარებს. საზეიმო სახალხო გამოსვლები სპონტანურად გუშინ გვიან ღამით დაიწყო.