ფილიპინებზე ტერაქტი აღკვეთეს

ფილიპინებზე ტერაქტი აღკვეთეს

პრეზიდენტმა ქვეყნის მოქალაქეებს აღუთქვა, რომ ფილიპინებში უსაფრთხოების ძალები მობილიზებულია.

ფილიპინების პრეზიდენტის ბენინიო აკინოს განცხადებით, დღეს იქ ტერორისტული დაჯგუფების მორიგი შეტევა აღიკვეთა. ის მანილაში ერთ-ერთ უდიდეს რელიგიურ მსვლელობაზე იერიშის მიტანას ისახავდა მიზნად.

სპეციალურ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა აკინომ კონკრეტული დაჯგუფების სახელი არ გაახმაურა. თუმცა, აღნიშნა, რომ დაპატიმრებულია დანაშაულებრივ ქმედებაში ეჭვმიტანილი რამდენიმე ტერორისტი, რომლებიც ამისთვის დედაქალაქში რამდენიმე დღით ადრე ჩავიდნენ.

პრეზიდენტმა ქვეყნის მოქალაქეებს აღუთქვა, რომ ფილიპინებში უსაფრთხოების ძალები მობილიზებულია და ისინი ყოველ ღონეს იხმარენ, რათა საზეიმო მსვლელობა არ ჩაიშალოს.

ორშაბათს მანილაში იესო ქრისტეს მრავალსაუკუნოვან ხის ქანდაკებას გამოასვენებენ და პროცესიას ტრადიციისამებრ ასობით ათასი ქრისტიანი შეუერთდება.