ირანი მოლაპარაკებას ითხოვს

ირანი მოლაპარაკებას ითხოვს

საიდ ჯალილმა გაეროს უშიშროების ხუთი წევრისგან შემდგარი საბჭო და პლუს გერმანია მოლაპარაკების გასამართად მიიწვია.

ირანი თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ირანის ოფიციალური სააგენტო „ირნა“ იტყობინება.

ინფორმაციის თანახმად, ირანის წარმომადგენელმა ბირთვულ საკითხებში საიდ ჯალილმა გაეროს უშიშროების ხუთი წევრისგან შემდგარი საბჭო და პლუს გერმანია მოლაპარაკების გასამართად მიიწვია.

„ხუთი პლუს ერთი“ ფორმატით მოლაპარაკება ირანში ერთი წლის წინ გაიმართა და უშედეგოდ დასრულდა. როგორც ცნობილია დასავლეთი ირანს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს, რასაც ტეირანი კატეგორიულად უარყოფს.