ჩავესი სამშობლოში დაბრუნდა

ჩავესმა დაავადების დეტალებზე ჯერჯერობით კომენტარისაგან თავი შეიკავა.

ვენესუელას პრეზიდენტი ჰუგო ჩავესი კუბაში 11 დღიანი კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის შემდეგ, კუბიდან ვენესუელაში დაბრუნდა. მას ქიმიოთერაპიის კურსი წარმატებით ჩაუტარდა.

კარაკასში ჩასვლის შემდეგ, 57 წლის ქვეყნის სოციალისტმა ლიდერმა განაცხადა, რომ იგი მზადაა ექიმების ყველა რჩევა გაიზიაროს.

ბატონმა ჩავესმა მკურნალობა მარტის თვეში დაიწყო. მან დაავადების დეტალებზე ჯერჯერობით კომენტარისაგან თავი შეიკავა. პრეზიდენტი ჩავესი იმედოვნებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ შეუშლის შვიდ ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.