აშშ-ში უმუშევრობამ იკლო

აშშ-ში უმუშევრობამ იკლო

ამერიკული ეკონომიკა 243 ათასი სამუშაო ადგილით შეივსო.

შეერთებული შტატების ეკონომიკაში გამოცოცხლება შეინიშნება, რაც უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირებას უკავშიერდბა. ბოლო მონაცემებით, უმუშევრობის მაჩვენებელი, 8.3 პროცენტამდე შემცირდა.

ეს კი ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკული ეკონომიკა 243 ათასი სამუშაო ადგილით შეივსო. როგორც ეკონომიკის ანალიტიკოსები აცხადებენ, ეს მაჩვენებელი იმედის მომცემია და შესაძლოა ამერიკის ეკონომიკაში შემობრუნების პერიოდი იწყება.