პრეზიდენტი ობამას ყოველწლიური მიმართვა

პრეზიდენტი ობამას ყოველწლიური მიმართვა

პრეზიდენტ ობამას სწამს, რომ შეერთებული შტატები დაძლევს ბიუჯეტის დეფიციტს.

პრეზიდენტი ობამა შეერთებული შტატების კონგრესისადმი თავის ყოველწლიურ მიმართვაში ყურადღებას ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ საკითხებზე გაამახვილებს.

ბარაქ ობამას განცხადებით, ამერიკა დიდი დეპრესიის შემდეგ ერთ-ერთ უმძიმეს კრიზისში იმყოფება. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები დაძლევს ბიუჯეტის დეფიციტს, მოახდენს მთავრობის რეფორმირებას და რეალობად გადააქცევს ამერიკულ ოცნებას, როდესაც ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს გააჩნია წარმატების მიღწევის საშუალება.