ანანი დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს ვიდეო მიმართვას გაუგზავნის.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსკოვი სირიის მთავრობას მოუწოდებს „სრულად ითანამშრომლოს“ გაეროს ყოფილ გენერალურ მდივანთან კოფი ანანთან, რომელსაც გაეროს და არაბული ლიგის მანდატი აქვს სირიის კრიზისის მშვიდობიანად დარეგულირების საქმეში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ დასავლეთის მთავრობები ასევე შეძლებენ სირიის ოპოზიციის დარწმუნებას, რათა მათაც ითანამშრომლონ გაეროს დესპანთან.
ანანი დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს ვიდეო მიმართვას გაუგზავნის. დასავლელ დიპლომატებს იმედი აქვთ, რომ კოფი ანანის ძალისხმევა ხელს შეუწყობს უშიშროების საბჭოს მიერ რეზოლუციის მიღებას, რაც სირიის მთავრობის ძალადობას შეაჩერებს. უშიშროების საჭოს რეზოლუციას რუსეთმა და ჩინეთმა უკვე ორჯერ დაადეს ვეტო.