გაგაცნობთ ცნობილ ბრიტანულ გამოცემა “ოქსფორდ ანალიტიკაში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, რომელიც საქართველოში ამერიკის სახელმწოფო მდივნისა და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლერსი წარმომადგენლის ვიზიტს ეხება.
კონკრეტულად ჰილარი კლინტონის ვიზიტზე, “ოქსფორდ ანალიტიკაში” ნათქვამია:
“ ვიზიტმა ცხადყო, რომ არ არსებობს ყოვლისმომცველი ამერიკული პოლიტიკა კავკასიისა და ცენტრალური აზიისთვის-სურს თუ არა ობამას ადმინისტრაციას კვლავ იყოს აქტიური ამ რეგიონში. ამ მომენტისთვის, ამერიკას ცოტა რამ შეუძლია შესთავაზოს აზერბაიჯან - სომხეთისა და საქართველოს სეპარატისტული ტერიტორიების პრობლემის მოსაგვარებლად. კლინტონის კრიტიკა, რეგიონში დემოკრატიის განვითარების შესახებ საკმაოდ მსუბუქი იყო. სახელმწიფო მდივანი აზერბაიჯანსა და სომხეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს საერთოდ არ შეხვედრია, საქართველოში კი ეგრეთ წოდებული კონსტრუქციული ოპოზიციის 2 წარმოადგენელს შეხვდა, რომლებიც პრეზიდნეტ სააკაშვილის ლეგიტიმურობისთვის დიდ საფრთხეს არ წარმოადგენენ.”-ნათქვამია სტატიაში.
ბრიტანელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კლინტონის ვიზიტი ერთის მხრივ არის პასუხი ადგილობრივ ოპოზიციას, რომელიც ობამას ადმინისტრაციას, რუსეთთან ახალი მიდგონის ხარჯზე, ხშირად აღმოსავლეთ ევროპელი მეგობრების მიტოვებაში სდებს ბრალს. ბრიტანელი ექსპერტები, “ოქსფორდ ანალიტიკის” პუბლიკაციის თანახმად, “ივნისის ამერიკულ ჟესტს” უწოდებენ დემონსტრირებას იმისა, რომ რეგიონი მივიწყებული არ არის.
ამავე პოლიტიკის გაგრძელებად მიაჩნიათ ბრიტანულ გამოცემაში ევროკავშირის უმაღლესი წარმოამდგენლის, კეტრინ აშტონის ვიზიტი სამხერეთ კავკასიაში, რომელიც ჰილარი კლინტონს კვალდაკვალ მოყვა.
ვიზიტის ოფიციალური მიზეზი, პოსტ საბჭოთა ბლოკის 6 ქვეყანასთან გაფორმებული აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან ასოცილებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების გამართვა იყო. მოლაპარაკებების დასრულებას 1-დან 4 წლამდე დასჭირდება.
აშტონმა გამოსვლებში რამდენჯერმე ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირი კვლავ განაგრძობს სამხრეთ კავკასიის ქყეყნების თანადგომას და საგარეო პოლიტიკის მთავარი პირიორიტეტებიდან მათთან ურთიერთობის დახვეწა ერთ-ერთი პირველია.
ბრიტანულ გამოცემაში ნათქვამია, რომ ორივე ვიზიტს ის შედეგი მოყვა, რომელიც თავიდანვე იყო ჩაფიქრებული, სამივე ქვეყნის მთავრობა დარწმუნებული რჩება, რომ ისინი ჩართულები არიან ევროკავშირთან და ამერიკასთან მჭიდრო ურთიერთობებში.
თუმცა საქართველოსთვის ჰილარი კლინტონის ვიზიტისას, მნიშნელოვანი რამდენიმე დეტალი იყო. ეს “ოქსფორდ ანალიტიკასაც” არ გამორჩენია:
“კლინტონმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს ოკუპირებულიც კი უწოდა, ეს ჟესტი ქართველმა პოლიტიკოსებმა დიდ დიპლომატიურ გამარჯვებად მიიჩნიეს.” ციტატის დასასრული.
“ოქსფორდ ანატიკის” დასკვნით აბზაცში ნათქვამია, რომ კლინტონმაც და ეშტონმაც საკუთარი ვიზიტით ხაზი გაუსვეს იმას, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს რეგიონში საკუთარი ჰეგემონიის დამტკიცებას. ამერიკასთან ურთიერთობისას დემოკრატიის პროცესის ხაზგასმა ნათელს ხდის ამერიკის მხრიდან სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეჟიმების მიღებისა და რეგიონის სტატუს ქვოს შენარჩუნების ფაქტს.
ევროკავშირის მხრიდან კი ნათელია რომ ყველა უმთავრეს სტრატეგიაზე მნიშვნელოვანი, ქვეყნებისთვის ბლოკთან ურთიერთობის ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებაა.
გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ, კოსოვოს დამოუკიდებლობის შესახებ, საერთაშორისო მედიის დიდი ყურედღება დაიმსახურა. კოსოვო, 2008 წლის შემდეგ უკვე მეორედ მოექცა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში.
გაზეთ “ფაინენშალ თაიმსში” გამოქვეყნებული სტატია სწორედ ამ სასამართლო ვერდიქტს მიეძღვნა, რომელმაც შესაძლოა მსოფლიო პოლიტკური რუქის ცვლილებებზე შორეულ ან ახლო მომავალში მსუბუქი გავლენა მოახდინოს.
ამ საფრთხეს სტატიის 3 ავტორი ბელგრადიდან, ლონდონიდან და ამსტერდამიდან იხილავს.
ჰააგას სასამართლომ, 2008 წელს კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება ლეგიტიმურად ცნო. “ფაინენშალ თაიმსის” სტატიაქში ნათქვამია რომ:
“პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში იმედოვნებენ, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტი შთააგონებს სხვა ქვეყნებს, რომ კოსოვო დამოუკიდებელ ქვეყნად ცნონ.”-ციტატის დასასრული.
ფაინენშალ თაიმსის კორესპონდენტი ბელგრადში, ნეილ მაქდონალდი, ერთ-ერთი იყო, ვინც სერბეთის პრეზინდეტის აზრი მოისმინა:
“სერბეთი არასოდეს აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, მთავრობა ახლა შემდგომი მოქმედების სტრატეგიას განიხილავს-აღნიშნა ბორის ტადიჩმა.
კითხვა, რომელიც დღეს ყველაზე ხშირად დაისვა ამერიკულ მედიაში და არა მხოლოდ, ასეთია: რა ბედი ელის სერბეთის ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივას. თუმცა ხშირ შემთხვევაში, ჟურნალსიტები საკითხს ღიად ტოვებენ.