სირიის ხელისუფლებამ ჯავშანტექნიკა ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელ ქირბელ ელ ხოზში განათავსა.
სირიაში სახეზეა ძალადობის ნიშნები. შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმებას საფრთხე ემუქრება.
სირიის აქტივისტების ჯგუფის ორმა წევრმა და ასევე თურქეთის სოფლების მაცხოვრებლებმა, სირიის სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციის შეიარაღებულ ამბოხებულებს შორის ბრძოლის ფაქტები კვლავ დაადასტურეს.
ბრიტანეთში არსებული სირიის ადამიანთა უფლებების დაცვის ჯგუფის თანახმად, სირიის ხელისუფლებამ ჯავშანტექნიკა ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელ ქირბელ ელ ხოზში განათავსა.
ჰოლანდიაშ დაფუძნებული სირიის პრო დემოკრატიის მხარდამჭერი ცენტი იტყობინება, რომ დაპირისპირება სირიის მთავრობასა და მეამბოხე დაჯგუფებებს შორის შემთხვევით როდი ხდება.